ყველაფერს აქვს დასაწყისი-დასასრული - ზურაბ აბაშიძე

11.03.24 13:59
 ყველაფერს აქვს დასაწყისი-დასასრული - ზურაბ აბაშიძე

რატომ წავიდა პოსტიდან? - ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ თანამებობიდან წასვლა ჯერ კიდევ თვეების წინ სურდა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით მაშინდელ პრემიერსაც მიმართა, თუმცა დღემდე ამ მოთხოვნის დაკმყოფილება ვერ ხერხდებოდა.  

აბაშიძე გიორგი ქაჯაიას შესახებაც საუბრობს, რომელიც ახლა მის ნაცვლად რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა და ამბობს, რომ ქაჯაიას კანდიდატურა ამ პოსტზე იმთავითვე განიხილებოდა. 

რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრს, მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ უკვე ეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო ძალიან, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი-დასასრული. მან, პრინციპში, დადებითად მიიღო ეს ჩემი მოსაზრება, წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. იმ თავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, - თქვა აბაშიძემ. 

ზურაბ აბაშიძე პრემიერმა მრჩევლად დაინიშნა, რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის პოსტი კი გიორგი ქაჯაია დაინიშნა. 

რაც შეეხება ქაჯაიას შემცვლელს - რუსეთში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.

 

მსგავსი სიახლეები