"რუსული რეჟიმი საქართველოს ეკლესიაში გადატრიალებას ამზადებს" - როგორ გაიგეს სააკაშვილის განცხადება "ოცნებაში"

11.03.24 15:37
"რუსული რეჟიმი საქართველოს ეკლესიაში გადატრიალებას ამზადებს" - როგორ გაიგეს სააკაშვილის განცხადება "ოცნებაში"

როგორ გაიგეს "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი, რომ "რუსული რეჟიმი საქართველოს ეკლესიაში საბოლოო გადატრიალებას ამზადებს" - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილს არ ენდობიან.

"ოცნების" დეპუტატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ამ განცხადებით ენმ ცდილობს, "კოლექტიურ ნაცმოძროაბაში" არსებული საკითხების გადაფარვას. 

სააკაშვილს რომ არ ვენდობით, ალბათ, ამაზე ბევრი კომენტარის გაკეთება არ ღირს. მეორე ის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის შიგნით მიმდინარე თემების გადაფარვის მცდელობა მუდმივად ხდება ენმ-ის მხრიდან და ის, რაც ხდება კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, ცდილობენ, რომ აქეთ ხელის გამოშვერით ქართულ ოცნებას დააბრალონ. რომ დავუბრუნდეთ ნიკა მელიას და გვარამიას ტანდემს - ორი გამორჩეული ენმ-ის სახე, რომელიც ვერანაირი ახალი 4 ნოემრით, თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულის და რეალობის და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი ნაცობა და ნაცმოძრაობასთან კავშირი ჰქვია,“ - ამბობს მათიკაშვილი.

მამუკა მდინარაძე "არასერიოზულ კაცად" მოიხსენიებს სააკაშვილს და ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მსგავსად ეკლესიას უტევს. 

სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი უტევენ ამ ეკლესიას და ცდილობენ, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით რაღაცები მოიგონონ, გინდა რუსეთს დააბრალებ, გინდა სხვას, გინდა რუსეთს, გინდა სააკაშვილს დააბრალებ, გინდა მის პატრონს დააბრალებ. სააკაშვილის განცხადების შეფასება უკვე თავს ზემოთ ძალის პოვნის ტოლფასია, არასერიოზული კაცია, არ მგონია, რომ უნდა შევაფასოთ, სისულელეებს იგონებს და გამოვა და რაღაცებს ყვება,“ - ამბობს მდინარაძე. 

"რუსული რეჟიმი ემზადება აქტიურად საქართველოს არჩევნებისთვის. რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოო გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს

მსგავსი სიახლეები