პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ნომერი 4 იქნება.
ჩვენი პარტია არის "ახალი", ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით ცვლილებებისთვის! -გვარამიასა და მელიას პოლიტიკური გაერთიანება შედგა
ჩვენი პარტია არის "ახალი", ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით ცვლილებებისთვის! - ასე მიმართა ნიკა გვარამიამ სასტუმრო "რედისონში" შეკრებილებს.
პარტია "ახალის" ლიდერის თქმით, გაერთიანებაში ზუსტად იციან, როგორ დაძლიონ სირთულეები.
"ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ"- თქვა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მელია-გვარამიას გაერთიანებამ ზუსტად იცის, როგორ უნდა მიიყვანონ ქვეყანა ევროინტეგრაციამდე.
ჩვენი პარტია არის "ახალი", ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურობას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერად მივაღწევთ აუცილებლად", - თქვა ნიკა გვარამიამ.
"სწრაფი ნაბიჯებით წინ"- ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკური გაერთიანებას "ახალი" ქვია.