ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ - ნიკა გვარამია

11.03.24 15:22
ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ - ნიკა გვარამია

პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ გაერთიანების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს. 

"მომხრე ვარ, დიდი გაერთიანებების და სხებსაც ამას ვთავაზობთ"- ამბობს "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. 

ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისაებრ რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა, ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გააერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში საკუთარი თავი ჩვენ ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე", - თქვა ნიკა გვარამიამ.

"ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი" - თქვა ნიკა გვარამიამ "ახალის" ლოგოს ფერებთან დაკავშირებით საუბრისას. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ - პარტიის სახელია " ახალი", მათი საარჩევნო ნომერი - 4 იქნება. 
 

მსგავსი სიახლეები