"ჯანდაცვის მინისტრს შესაბამისი გამოცდილება უნდა ჰქონდეს" - ჯანდაცვის ექსპერტები სარჯველაძის დანიშვნაზე
ჯანდაცვის ექსპერტები პრემიერს გადაწყვეტილებას უწუნებენ. საქმე ეხება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სარჯველაძის სამედიცინო სფეროსთან შეხება არასდროს ჰქონია და ამიტომ ამ მიმართულებით გამოწვევებთან გამკლავება გაუჭირდება.
აღნიშნული კანდიდატურა, მე როგორც ვიცი, გახლავთ სულ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც მის ცხოვრებაში არ აქვს 24 საათიანი მორიგეობა გატარებული კლინიკურ სექტორში და მისთვის აბსოლუტურად უცხოა ის პრობლემატიკა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, - ამბობს კლინიკების ასოციაციების პრეზიდენტი ვილი პაჭკორია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ჩახუნაშვილი იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომლიტავ ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის შერჩევა უნა მომხდარიყო.
ჯანდაცვის მინისტრი უნად იყოს, პირველ რიგში, კარგი ორგანიზატორი. კარგი ორგანიზატორი თუ იქნება, ეს იქნება თვითონ ჯანდავის წარმომადგენელი ანუ ჯანდაცვის ორგანიზაციის კარგი მცოდნე. ძალიან კარგი იქნებოდა თუ იქნებოდა ის კარგი კლინიცისტი, იმიტომ, რომ ურთულესი მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ საქართელოს მთლიან ჯანდაცვის სისტემაში. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ იქნებოდა ის პედაგოგი ან პროფესორი, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესზეც გადავიდეს. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ ის იქნებოდა მეცნიერი, - ამბობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ჩახუნაშვილი.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე პირდაპირ ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს სამედიცინო სფეროში დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ყველა ამ მიმართულებით არის ჩავარდნა, როგორც დევნილებში, სოციალურ საკითხებში აღარ ვიძახი, ჯანდაცვაში გავქვს ყველაზე მაგარი ჩავარდნა. ამიტომ გამოწვევები ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, რომელიც სტრატეგიულად უნდა გადაწყდეს და ამას ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება, იმიტომ, რომ ჯანდაცვა არის განსაკუთრებული მიმართულება. აი, ამ კანდიდატურას მე პირადად არ ველოდებოდი, - ამბობს ვატო სურგულაძე.
ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მიხეილ სარჯველაძე დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე იმით ხსნის, რომ სავალდებულო არაა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მანცდამაინც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაინიშნოს.