მწვანე, ნარინჯისფერი, თეთრი - გვარამიამ და მელიამ სიმბოლურად ჰალსტუხები გაცვალეს
ფერიების სიმბოლიზმი გვარამია-მელიას პოლიტიკურ ერთობაში - "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზენტაციაზე "ახალის" ლოგოზე და მის მნიშვნელობაზე ისაურა:
"ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არ არის მხოლოდ მელიის ფერი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი" - თქვა ნიკა გვარამიამ "ახალის" ლოგოს ფერებთან დაკავშირებით საუბრისას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და თეთრთან ერთად რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, ეს არის ჩვენი წინ მიმართული ისარი, რომელიც სწრაფი გადახვევის ისარია, ეს არის სწრაფად მოძრაობა წინ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ, არ გავიხედავთ უკან და მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა გვარამიამ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ სიმბოლურად ჰალსუხები გაცვალეს. მწვანე გვარამიას გუნდის ფერია, ნარინჯისფერი კი ნიკა მელიას გუნდს ეკუთვნის.
რაც შეეხება თეთრ ფერს, ლიდერების თქმით, ეს "სისუფთავის და მოუსყიდველობის" სიმბოლოა.