არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვინმეს კლონი უნდა ვიყოთ - მელიას პასუხი ოპონენტებს
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვინმეს კლონი უნდა ვიყოთ, ეს ამბიცია არ გვაქვს - ასე პასუხობს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას. მელიას თქმით, "ახალის" მიზანი არის გამარჯვება.
მე არ ვამბობ და არც ვფიქრობ ამას, რომ სინქრონიზებულია რაღაც ერთ ხმაში ყველა ფლანგიდან ერთი და იგივე გზავნილებით საუბარი, როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი ნაკლი ყველა სახელისუფლებო პარტიისა, როგორც ყოფილი, ასევე ამჟამინდელი. ჩვენ არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვინმეს კლონი უნდა ვიყოთ, ეს ამბიცია არ გვაქვს. შეუძლებელია ეს ამბიცია მქონდეს მე, ვინაიდან მე თუ რაიმეს კლონირების სურვილი გამიჩნდებოდა, მე იმ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს ცივი გონებით არ მივიღებდი. მე ვხვდები გაგებით მათ გზავნილებს, ნურავის ნუ შეეშინდება ამომრჩევლის, მხარდამჭერების დაკარგვის. მითუფრო რომ გულახდილად ვსაუბრობთ, არ არის ჩვენი ამოცანა რომელიმე კონკრეტული ერთი ან ორი პარტიის საარჩევნო სეგმენტი,“ - ამბობს მელია.