ჩვენ არ ვაპირებთ ვამტკიცოთ ვინ არ ვართ, ჩვენ დავანახებთ ყველას, ვინ ვართ ჩვენ - გვარამია
"ყველა ცდილობს რაღაც მოგვნათლოს, ჩვენ არ ვაპირებთ ვამტკიცოთ ვინ არ ვართ, ჩვენ დავანახებთ ყველას, ვინ ვართ ჩვენ," - ასე პასუხობს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოპონენტების კრიტიკას.
ნიკა გვარამიას თქმით, "ახალის" გუნდი წარსულზე არ საუბრობს და აინტერესებთ "შინაარსი, ცვლილებები და მომავალი".
ნამდვილად ვანახებთ, რომ ჩვენ ბევრად უფრო უკეთესები ვართ. ჩვენ ვართ ახალი ადამიანები, ვინც არიან ახლები, ისინი არიან ახალი და წარმატებული ხალხი, ვისაც გვაქვს გამოცდილება, ჩვენ მოვდივართ ჩვენი წარმატებებით და ჩვენი შეცდომებით, საზოგადოება ჩვენ გვიცნობს, არავის წარდგენა ჩვენ არ გვჭირდება, არავის ნაწილობა ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ბევრად უფრო საინტერესო, მე პრეტენზია მაქვს, ვიდრე ნებისმიერ და დანარჩენს სხვას, ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას ახლებურად, ჩვენ გვაინტერესებს შინაარსი, ცვლილებები და მომავალი, დავიღალეთ ყველანი და არ გვაინტერესებს წარსულის განხილვა, არც პოზიტიური, არც ნეგატიური რაკურსით, და არ გვაინტერესებს დაპაუზებული აწმყო, გვაინტერესებს მომავალი", - ამბობს ნიკა გვარამია.