განიხილავს თუ არა "ახალი" პარტნიორად დავით კეზერაშვილს? - რას ამბობენ პარტიის ლიდერები
განიხილავს თუ არა "ახალი" პარტნიორად დავით კეზერაშვილს და იმსჯელეს თუ არა თანათავმჯდომარეებმა მასთან დაკავშირებით - როგორც ნიკა გვარამია ამბობს, დავით კეზერაშვილი მელიასთან საუბრის დროს განხილვის მთავარი თემა არ ყოფილა.
როგორც გვარამია ამბობს, ის მზად არის ყველა იმ პირთან თანამშრომლობისთვის, ვისაც ივანიშვილის "გაშვებაში" მონაწილეობის მიღება უნდა.
დავით კეზერაშვილი არ ყოფილა ჩვენი განხილვის თემა და არც მომავალში იქნება. ჩვენ სხვა საკითხებზე ვართ შეთანხმებული და სხვა საკითხების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი, კეზერაშვილს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. მას ჰყავს პარტია, რომელსაც მხარს უჭერს, რომელიც არის მის მიერ დაფინანსებული, ეს არ იმალება, წარმატებას ვუსურვებ ყველას, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და დამოკიდებულებები, ეს გზები არ იკვეთება და არც გადაიკვეთება.
ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად სტატისტიკურ ყველა დასაშვებ, შესაძლებელ კავშირებზე ვარ თანახმა - ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად. ვინც ამისთვის თანახმა არ არის, ის არის ივანიშვილის მოკავშირე,“ - ამბობს გვარამია.
რაც შეეხება ნიკა მელიას, "ახალის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ახალ პარტიაში კეზერაშვილის "კვალი არ და ვერ იქნება".
მას არასოდეს არ უთქვამს, რომ ის არის მისი პარტნიორი, მას წარსულში აკავშირებდა ის ურთიერთობა, რაზეც ის საუბრობდა, ასე მეც კი მქონია მასთან ურთიერთობა, ჩვენ თუ რამეზე ნაკლებად გვისაუბრია, ამაზე ვისაუბრეთ. ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად როგორიც არის.
მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე არის სრული კონსენსუსი, შეთანხმება მთელ ჩვენს, ასე ვთქვათ, გუნდში,“ - თქვა მელიამ.