გერმანიას ადეიშვილის მასპინძლობაში ვერავინ დაადანაშაულებს, "ოცნება" ანტიდასავლურ კამპანიას განაგრძობს - აქუბარდია
"ოცნების" ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება, - ასე აფასებს ოპოზიცონერი დეპუტატი თეაონა აქუბარდია ხელისუფლების განცხადებებს, რომელმაც გერმანია ბუნდეგსტაგში გაამრთული ვიზიტზე ადეიშვილის მასპინძლობის გამო გააკრიტიკა.
აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ გერმანიას ადეიშვილის მასპინძლობაში ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან ყოფილი პროკურორი ძებნილთა სიაში აღარ არის და ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად ხელისუფლებამ თავის დროზე არაფერი გააკეთა.
ეს არი "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება. მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ცირკულარიდან ამოღება 2015 წელს მოხდა და ამაში "ქართულ ოცნებას" ძალისხმევა არ დაუდია, რომ დაემტკიცებინა მისი ბრალეულობა და ინტერპოლის ცირკულარში კვლავ ყოფილიყო და ბუნებრივია, ვერ დაადანაშაულებს ვერავინ გერმანიას ზურაბ ადეიშვილის მიღებას მაშინ, როდესაც ეს კაცი ძებნილი აღარ გახლავთ. "ოცნება" ბრალს სდებს უსამართლოდ ევროპას, მათ შორის, ამ საკითხზე, ეს არის კვლავ გაგრძელება ამ ანტიასავლური პროპაგანდის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კვლავ გააახლა ძალაუფლების შენარჩნების მიზნით, - ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელსა და გერმანიაში ვიზიტის დროს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, რასაც "ოცნების" აღშფოთება მოჰყვა. ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, ციხის კადრების სკანდალზე კი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი გენპროკურორი 9 წელია ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია და შესაბამისად, არცერთ სახელმწიფოში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ აქვს.