ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება - მდინარაძე
"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას განაგრძობს. მამუკა მდინარაზე ევროპელებს ისევ ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობის გამო აკრიტიკებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ადეიშვილს "კრიმინალად", მწამებლად" და "რეკეტიორად" მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ ევროპულობას ყველაზე მეტად სწორედ ის ფაქტი აზიანებს, რომ ყოფილი პროკურორი ევროპაში თავისუფლად გადაადგილდება.
ჩვენ მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, პირდაპირ ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ განწყობებს, ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუგალი გადაადგილება ევროპაში. რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ მომენტს. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს ან მოგვეჩვენა ადეიშვილი ან არ ლაპარაკობდა რეფორმებზე ან სხვა, რაღაც დამსწრის სტატუსით იყო... დეზინფორმაცია, ევროპაზე დარტყმა, ევროპულობაზე დარტყმა უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამმებლის და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფლად გადაადგილება და უმაღლესი თანამებობის პირებთან კომუნიკაცია, - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელსა და გერმანიაში ვიზიტის დროს ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, რასაც "ოცნების" აღშფოთება მოჰყვა. ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, ციხის კადრების სკანდალზე კი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი გენპროკურორი 9 წელია ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოღებულია და შესაბამისად, არცერთ სახელმწიფოში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ აქვს.