ორი ნიკას ერთობა შედგა - რა გეგმა აქვს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას?
სახელი - "ახალი", საარჩევნო ნომერი - 4, ლოგო - მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში. მიზანი, "ქართული ოცნების" დამარცხება, ორიენტაცია - მხოლოდ მომავალზე და არა წარსულზე. ორი ნიკას ტანდემი შედგა, სამთვიანი მოლაპარაკებები დღეს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა. "ჩვენ არ გეუბნებით შემოგვიერთდით, ჩვენ გეუბნებით გავერთიანდეთ" - ეს გზავნილი მიიღო დღეს ოპოზიციამ "ახალისგან".
ვინ მიიღებს "ახალის" შეთავაზებას ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აქტიურად გაგრძელდება.
"არჩევნების წინ მთავარი ოპოზიციური პარტია გავხდებით" - მელია-გვარამიას გუნდს ზუსტად 8 თვე აქვს იმისთვის, ამ ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადის კონვერტაცია ამომრჩევლების განწყობაში მოახდინოს.