იურისტი ჯანდაცვის მინისტრად - შეძლებს თუ არა იურისტი სარჯველაძე სისტემის გამართვას
საკადრო კრიზისი მთავრობაში - ირაკლი კობახიძეს ჯანდაცვის მინისტრის შერჩევა ისე გაუჭირდა, რომ ბოლოს იძულებული გახდა, პოსტი მიხეილ სარჯველაძისთვის ჩაებარებინა. არადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ აქვს. სარჯველაძის ბიოგრაფიაში ერთადერთი სპეციალობა იურისტობაა. ის წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა, "ოცნების" მთავრობაში კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სარჯველაძე კობახიძისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. "პირველების" ინფორმაციით, პრემიერმა ვერცერთი მისთვის სასურველი კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრობაზე ვერ დაითანხმა. სწორედ ამიტომ იყო პოსტიც დიდი ხნით ვაკანტური. კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ არ არის აუცილებელი ამ თანამდებობაზე მაინცდამაინც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი იჯდეს, თუმცა პრემიერს დაავიწყდა რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სისტემა. აზარაშვილმა აქ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ისე წავიდა, ამიტომ ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა იურისტი სარჯველაძე სისტემის გამართვას.