ახალი მომლაპარაკებელი მოსკოვთან - ვინ არის გიორგი ქაჯაია?

11.03.24 20:14
ახალი მომლაპარაკებელი მოსკოვთან  - ვინ არის გიორგი ქაჯაია?

კაცი მოსკოვიდან, მოსკოვთან სალაპარაკოდ. კარასინი- აბაშიძის ფორმატი დღეიდან კარასინი-ქაჯაიას ფორმატია. ზურაბ აბაშიძე სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა. დიპლომატი, რომლის საქმიანობაზე  არაფერი იძებნება და რომელიც ბოლო  4 წელი მოსკოვში საქართველოს სექციას ხელმძღვანელობდა. რას ნიშნავს აბაშიძის გაწევა, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა და  რომელიც 12 წელი პრაქტიკულად შეუცვლელად იყო მოსკოვთან კავშირზე.  

თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ქაჯაიას  კანდიდატურას  კარასინიც ლობირებდა და შესაბამისად რუსეთთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. კიდევ უფრო საინტერესოა ვინ შეცვლის ქაჯაიას მოსკოვში.  მამუკა მერკვილაძეს არანაკლები კავშირები აქვს კრემლის მაღალჩინოსნებთან. მის ოჯახში ინახება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გადაცემული ჯილდოებიც. მერკვილაძე აქტიურად მონაწილეობდა იმ მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთიდან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილებოდა.

ახალი მომლაპარაკებელი მოსკოვთან  - გუგა არჩვაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები