მოხდება თუ არა ადეიშვილის ექსტრადირება 12 წლის შემდეგ? -რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას

11.03.24 20:21
მოხდება თუ არა ადეიშვილის ექსტრადირება 12 წლის შემდეგ? -რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას

მოხდება თუ არა ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება ქვეყანაში 12 წლის შემდეგ? - საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს. "ოცნების" რამდენიმედღიანი კამპანია დღეს ირაკლი შოთაძემ დაასრულა. გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის უწყებებს გაუგზავნა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ოცნებამ" ევროკავშირზე თავდასხმის ახალი სერია დაიწყო და მიზეზად ზურაბ ადეიშვილი გამოიყენა. "ოცნება" უკრაინის პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის შეხვედრებით ევროპაში ისეა გაბრაზებული, რომ მძიმე საუბარს არც დიპლომატებთან მორიდებია. ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს და თან გააფრთხილეს, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევროპის ქვეყნებში არ შეუშვან.

რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა ადეიშვილის დაკავებას და რა წერია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა? - ლიკა ჯანყარაშვილია პირდაპირ ეთერში

მსგავსი სიახლეები