ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, პროკურატურამ გერმანიასა და ბელგიას მიმართა

11.03.24 19:47
ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, პროკურატურამ გერმანიასა და ბელგიას მიმართა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა.

მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები