დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან... - არახამიას პასუხი "ოცნებას"

12.03.24 10:10
დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან... - არახამიას პასუხი "ოცნებას"

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "ოცნებას" პასუხობს.

დავით არახმია "ოცნების" ხელისუფლებას ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის კონკრეტული გეგმას სთავაზობს, ამ გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარების შეწყვეტას ასახელებს.

"საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება რაღაც მოთხოვნებს გვიყენებს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადავცეთ "ურთიერთობების ნორმალიზების" მოტივით.

თუ მართლა ვისაუბრებთ "ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:

გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს.
შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.
ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება" - აცხადებს არახამია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა  საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულების გამო.

მსგავსი სიახლეები