გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა - უცხოელი ექპერტები გელათში

12.03.24 11:50
გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა - უცხოელი ექპერტები გელათში

გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ექპერტები გელათში - თითქმის ერთწლიანი შესწავლის შემდეგ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი გელათის გადარჩენის რა გზას ხედვაენ რესტავრატორები. 

სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება და საბედნიეროდ, კედლის მხატვრობა აძლევთ ექსპერტებს იმის შესაძლებლობას, რომ დღესვე დაიწყოს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. თუმცა, განსხვავებულია მდგომარეობა მოზაიკის მიმართულებით. უკანასკნელი კვლევა, რომელიც დაიდო, ამბობს, რომ 21 სმ-ია დაშორება მოზაიკასა და კედელს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზაიკა ჰაერში კიდია და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია მისი ცვენა. 

ინგლისელი ექსპერტი, რომლიც სპეციალურად მოზაიკისთვის არის ჩამოსული საქართველოში, ამბობს, რომ მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, რომ მოზაიკის ტიპი შეისწავლოს და დადოს დასკვნა, თუ როგორ შეიძლება მოზაიკაზე მუშაოება.

ეს არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი და მსოფლიოში გამორჩეული ნაგებობა რაზეც მიმუშავია. ამჟამად აქტიური დიაგნოსტირება მიმდინარეობს კედლის მოზაიკის, სანამ ფიზიკური ჩარევა განხორცირლდება. აქ 3 დღიანი ვიზიტით ვარ ჩამოსული. ვერ ვიტყვით რისი გადარჩენაა შესაძლებელი და რისი არა. ამას კომპლექსური გამოკვლევა და შესწავლა სჭირდება. სამუშაოების მიზანი სწორედ ამ უნიკალური მხატვრობის და მოზაიკის შენარჩუნებაა", - ამბობს ექსპერტი.

როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სპეციალისტებს კედელი დახვდათ ისეთ მდგომარეობაში, რის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების დაწყება შესაძლებელია.

„ის 21 კრიტიკული კერა, რომელიც მანამდე მუშაობის შედეგად მონიშნული იყო, მათ თქვეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ამ 21 კრიტიკულ კერაზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას, რაც ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ შეიძლებოდა მათ ეთქვათ, რომ ჯერ კედელი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ მუშაობა შევძლოთო. ასევე, სასიხარულო იმიტომ არის, რომ კედელი დახვდათ იმ მდგომარეობაში, შეიძლება რომ მათ ეს სამუშაოები ჩაატარონ. ასევე ჩამოსულია ბატონი რობერტო იტალიიდან, რომელიც დღეს მუშაობს ფლორენციაში მოზაიკის აღდგენაზე და მანაც გუშინდელი დღე, ფაქტობრივად, ხარაჩოზე გაატარა. ის დაიწყებს მოზაიკის შესწავლას მთელი წლის განმავლობაში. მას პროგრამა წლის განმავლობაში გაწერილი აქვს ისე, რომ მთლიანად მოახდინოს ჩვენი, ღვთისმშობლის მოზაიკის ბუნების შესწავლა. ის ამბობს, რომ სანამ მე არ შევისწავლი ამ მოზაიკის ბუნებას იქამდე საკონსერვაციო სამუშაოებს არ დავიწყებ, რომ რამე ოდნავი შეცდომაც კი, დაშვებული არ იქნესო”, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

როგორ გაგრძელდება გელათში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რამდენიმე თვეში კი დაიდება დასკვნა, რა უნდა ეშველოს მოზაიკას. რაც შეეხება გადახურვას, ექსპერტები ამბობენ, რომ გადახურვაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება არის დაუყოვნებლივ საჭირო, რადგან ის ფაქტი, რომ კედლები დღემდე სველდება გელათში, ეს კიდევ უფრო აუარესებს კედლის მხატვრობის და მოზაიკის მდგომარეობას.

მსგავსი სიახლეები