გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი ძალიან უხერხულია - დეკანოიძე

12.03.24 12:09
გერმანიასა და ბელგიასთან ულტიმატუმების ენით საუბარი ძალიან უხერხულია - დეკანოიძე

ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის მიმართ საქართველოს პროკურატურის მიმართვას.

"ულტიმატუმების ენით საუბარი გერმანიასთან და ბელგიასთან არის ძალიან უხერხული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას ევროკავშირთან და არ მგონია, რომ რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის სტანდარტით იმ პოზიციაში იყოს, რომ ასეთი ულტიმატუმების ენით ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს, - განაცხადა დეკანოიძემ.

მოხდება თუ არა ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება ქვეყანაში 12 წლის შემდეგ? - საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს. "ოცნების" რამდენიმედღიანი კამპანია  ირაკლი შოთაძემ დაასრულა. გენერალურმა პროკურორმა შესაბამისი მოთხოვნა გერმანიისა და ბელგიის უწყებებს გაუგზავნა. 

მსგავსი სიახლეები