კეთილსინდისიერების ტესტს გაურბის ის, ვისაც ამ ტესტის გავლის ეშინია - პაატა მანჯგალაძე

12.03.24 13:59
კეთილსინდისიერების ტესტს გაურბის ის, ვისაც ამ ტესტის გავლის ეშინია - პაატა მანჯგალაძე

რატომ არ უნდათ კეთილსინდისიერების ტესტის გავლა? - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ვეტნგის სისტემა არ მოსწონს მათ, ვინც კორუფციაშია გარეული. "სტრატეგია აღმაშნებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში, ტესტის გავლაზე პრობლემა არც მოსამართლეებს და არც ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. 

ვინც გაექცევა ვეტინგს და ვისაც არ უნდა კეთილსინდისიერებაზე შემოწმება, ეს ნიშნავს, რომ ის არის კორუფციის ნაწილი ან ვერ ასაბუთებს ქონების წარმომავლობას და ანუ გეკითხებიან, კეთილსინდისიერებაზე უნდა შეგამოწმოთ? კი, შემამოწმეთ, რა პრობლემაა. ეს უნდა იყოს პასუხი და არა ის, რასაც "ქართული ოცნება" იძახის. ყველა ისეთი გაურბის ამ კეთილსინდისიერების ტესტს, ვსიაც ეშნია ამ ტესის გავლის, - ამბობს პაატა მანჯგალაძე

პოლიტიკური პარტიების ნაწილი სასამართლო სისტემის გავლენებისგან გათავისუფლებას მხოლოდ ვეტინგის სისტემის დანერგვაში ხედავს, თუცმა გავლენიანი მოსმართლეების ქონების წამრომავლობის კანონიერების დადგენას პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.

იდეის განხილვას არც "ოცნება" გეგმავს. პრემიერმა დღეს  პიდაპირ თქვა რომ მდიდარი მოსმართლეების ქონების გადამოწმება ანტიკონსტიტუციურია და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.
 

მსგავსი სიახლეები