არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან პირდაპირი მომლაპარაკებელი - ხატია დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას რუსეთთან მომლაპარაკებელი არ სჭირდება, რადგან ოკუპანტთან საკომუნიკაციოდ მათ სხვა არხებიც აქვთ. საქმე ეხება რუსეთთან მომლაპარაკებლის პოსტზე გიორგი ქაჯაიას, ხოლო მის ადგილზე ასევე, მოსკოვთან დაახლოებული მამუკა მერკვილაძის დანიშვნას.
დეკანოიძე ფაქტს შემაშფოთებლად მიიჩნევს.
არ ფიქრობ, რომ რაიმე სახის ოფიციალური არხი სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან კომუნიკაციის გასაღრმავებლად, იმიტომ, რომ სხვადასხვა არხებია როგორც ვიცით. იყო ფარცხალაძის არხი, მაგალითად, ფრენების გახსნაზე, იყო თვითონ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია სხვადასხვა წარმოამდგენლებთან რუსეთის, როგორიც იყო, მაგალითად, სხვადასხვა ოლიგარქები. არის იგივე კარასინი-აბაშიზის ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საიდუმლო იყო ხოლმე და მოქალაქეები ვერ გებულობდნენ რაზე იყო ძრითადი საუბარი. თვითონ ეს ფაქტია უცნაური, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მრჩეველი რუსეთის საკითხებში. ეს არის ძალიან სერიოზული ჩემთვის და შემაშფოთებელი, - ამბობს დეკანოიძე.
კარასინი- აბაშიძის ფორმატი კარასინი-ქაჯაიას ფორმატად გარაიქმნა. ზურაბ აბაშიძე სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაიამ ჩაანაცვლა. საუბარია დიპლომატზე, რომლის საქმიანობაზე არაფერი იძებნება და რომელიც ბოლო 4 წელი მოსკოვში საქართველოს სექციას ხელმძღვანელობდა.
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ქაჯაიას კანდიდატურას კარასინიც ლობირებდა და შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. კიდევ უფრო საინტერესოა ვინ შეცვლის ქაჯაიას მოსკოვში. მამუკა მერკვილაძეს არანაკლები კავშირები აქვს კრემლის მაღალჩინოსნებთან. მის ოჯახში ინახება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გადაცემული ჯილდოებიც. მერკვილაძე აქტიურად მონაწილეობდა იმ მოლაპარაკებებში, სადაც რუსეთიდან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილებოდა.