სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ - ბექა ოდიშარია
სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა.
თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს." - აცხადებს ოდიშარია.
საკადრო კრიზისი მთავრობაში - ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დანიშნა. ჯანდაცვის მიმართულებით მიხეილ სარჯველაძეს არანაირი გამოცდილება არ აქვს.