"სასამართლოს წმენდა ენმ-ს მეთოდებით" - თალაკვაძე ვეთინგის სისტემის დანერგვაზე
"ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ვეთინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რეალურად, იგივეა, რაც სასამართლოს წმენდა ენმ-ს მეთოდებით. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ აღნიშნული ტესტის გავლა სასამართლოს სიკეთეს ვერ მოუტანს.
ვეთინგი, რეალურად, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და მათი ლობისტების შემოთავაზება და ვეთინგი მათი გაგება, სინამდვილეში რასაც გვთავაზობენ, ეს არის სასამართლოს წმენდა "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით. მათ დაახლოებით ასე გააკეთეს 2004 წელს. ამან მოუტანა სასამართლოს ის, რომ ის სრულიად გახდა დაქვემდებარებული და მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, - ამბობს თალაკვაძე.
პოლიტიკური პარტიების ნაწილი სასამართლო სისტემის გავლენებისგან გათავისუფლებას მხოლოდ ვეტინგის სისტემის დანერგვაში ხედავს, თუცმა გავლენიანი მოსმართლეების ქონების წამრომავლობის კანონიერების დადგენას პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.
იდეის განხილვას არც "ოცნება" გეგმავს. პრემიერმა დღეს პიდაპირ თქვა რომ მდიდარი მოსმართლეების ქონების გადამოწმება ანტიკონსტიტუციურია და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.