"საქართველოს პრემიერმა არჩევანი რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაზე გააკეთა" - რუსული პრესა აჭრელდა

12.03.24 15:14
"საქართველოს პრემიერმა არჩევანი რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებაზე გააკეთა" - რუსული პრესა აჭრელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას გულისხმობს, ოკუპანტი ქვეყანა კმაყოფილია. დღეს რუსული პროპაგადნისტული პრესა ირაკლი კობახიძის განცხადებებით აჭრელდა. 

პროპაგანდისტული "ტასსი" ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთთან მთავარი მომლაპარკებლის პოსტზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას ეხმაურება და პრემიერის განცხადებებს ციტირებს. 

რუსული "ვედომოსწი" ასევე, დავით არახამიასთან მიმართებაში ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებაც წერს. საქმე ეხება უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარი განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან ურთიერთობები ნორმალიზების გეგმა შესთავაზა, გეგმის ნაწილად კი სააკაშვილის გათავისუფლება და ფრენების შეწყვეტა დაასახელა. მოსკოვი კიევის ამ წინადადებაზე "ოცნების"  უარით, ამ შემთხვევაშიც, კმაყოფილია. 

მსგავსი სიახლეები