"ოცნების" პოლიტიკამ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი შექმნა - მამუკა ხაზარაძე

12.03.24 15:30
"ოცნების" პოლიტიკამ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი შექმნა - მამუკა ხაზარაძე

"ოცნების" პოლიტიკამ ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი შექმნა" - "ლელოს" ლიდერებმა მონაცემების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ქვეყანაში რეალურად მეტი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებაა, თუმცა ეს მმართველი პარტიის პოლიტიკით იბლოკება. 

მამუკა ხაზარაძემ საკითხზე საგანგებო განცხადება ლისზე გააკეთა და თქვა, რომ "ლელოს" მიზანი სწორედ ამ  სამუშაო ადგილის დეფიციტის აღმოფხვრაა.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქვეყანაში უიმედობა და ნიჰილიზმი დათესეს, ამის მიზეზად კი ოპოზიციონერი "ოცნების" მიერ რუსეთის მსახურებას ასახელებს.

"ლელოს" დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა ქვეყნიდან სამუშაოდ წასულ მოქალაქეთა რიცხვის რეკორდულად ზრდაზე და განაცხადა, რომ ახალგაზრდების გადინებით ჩვენი ქვეყანა ოქროს ფონდს კარგავს.

ხაზარაძის მხრიდან საუბარი შეეხეო ანაკლიის პორტის და სხვა მნიშვნელოვან პროექტებებს, რომლის განხორცეიელებასაც "ლელო" ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში გეგმავს და რომელიც ოპოზიციონერის თქმით, ასი ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის ქვეყანაში.

უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისათვის. "ოცნება" თავს იწონებს ეკონომიკური წარმატებით, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვა და ეს რეალობა აისახება ჩვენი თითოეულის ჯიბეზე, რადგან სამუშაო ადგილებია რის ძალიან ცოტა, არის დაბალანაზრაურებადი და არის ძალიან არასტაბილური. 

ეს იწვევს ქვეყნიდან დიდ მიგრაციას და რაც მთავარია ქვეყნიდან  გადიან ჩვენი ოქროს ფონდი, ჩვენი ახალგაზრდები, გადის ინტელექტუალური ძალა და რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებებული. "ოცნების" დაპირება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინასვლა არის, არის აბსოლუტურად საპირისპირო.

2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა ღია ეთერით პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ვერ შეიქმნებოდა მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები. მან თქვა, რომ ბილეთები იქნებოდა სუბსიდირებული და ჩვენ მოქალაქეებს უნდა ეშოვნათ თავიანთი სამსახური და ბედი ქვეყნის გარეთ. სწორედ მათმა პოლიტიკამ შექმნა ქვეყნაში 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი. სწორედ ამ პოლიტიკამ შექმნა ის უზარმაზარი დაშორება რეალურ დასაქმებასა და იმ რეალურ შესაძლებლობას შორის, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას გააჩნია.

ყველაზე ღარიბ ქვეყანას რომ შევედაროთ ევროპაში, 200000 სამუშაო ადგილით მეტი უნდა გვქონდეს.

რატომ ვერ და არ აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი? იმიტომ, რომ მათ დათესეს ქვეყანაში უიმედობა და ნიჰილიზმი, მათ არ აქვთ არანაირი იდეა და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ემსახურებიან რუსეთს, ჩვენ კი ვესამხურებით საქართველოს და ქართულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ინტერესებს.

ჩვენ რეალურად შეგვიძლია აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში და დავასრულოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შქემნის. შევქმნათ მთელი ქვეყნის მასშტაბით აიტი ცენტრები, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემთა საშუალებას ინოვაციაში ჩაერთონ და შექმნან თავიანთი მომავალი. ასევე შეგვიძლია ევროსტანდარტების შესაბამისად განვახორციელოთ  მწვანე ინფრასტროქტურული პროექტები, რეგიონების ლოჯისტიკური ცენტრები და უამრავი სხვა რამ. მე და ბადრის ეს გაკეთებული გვაქვს წინა ცხოვრებაში, ჩვენ ეს ვიცით, ათი ათასობით სამუშაო ადგილი გვაქვს შექმნილი.  ჩვენ ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში. უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი შვილები, ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ  დასაქმებულები მაღალანაზღაურებდ სამუშაო ადგილებზე.
ჩვენ ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც ბიძინამ და მისმა "ოცნებამ" დათესა და ჩვენ ამ ქვეყანას დავიბრუნებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები