როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ როგორმე 1 ან 2% მიიღოს - კალაძე

12.03.24 15:24
როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს, რომ როგორმე 1 ან 2% მიიღოს - კალაძე

"ოცნება" ამტკიცებს, რომ გვარამია-მელიას ახლადაშექმნილ პოლიტიკურ პარტიას კონკურენტად ვერ აღიქვამს. კახა კალაძე ირწმუნება, რომ პარტია "ახალი" არჩევნებში 1 ან 2%-ს აიღებს და საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს.  

როგორ შეიძლება აღიქვა კონკურენტად ადამიანები და პოლიტიკური პარტია, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე 1 ან 2% მიიღოს. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსებს, ვინც რადიკალიზმით შემოფარგლებიან, რა თქმა უნდა, ექნება პრობლემა ბარიერის გადალახვის. ვინ არიან ეს ადამიანები? დღეს შეიძლება აქვთ იმის სურვილი, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თიტქოს ახლები არიან, მაგრამ ახლა, მელია რომელი ახალია ან ნიკა გვარამია რომელი ახალია?, - ამბობს კახა კალაძე. 

ორი ნიკას ტანდემი შედგა, სამთვიანი მოლაპარაკებები ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა. ვინ მიიღებს "ახალის" შეთავაზებას ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აქტიურად გაგრძელდება.   

პოლიტიკური პარტიის სახელი - "ახალი", საარჩევნო ნომერი - 4, ლოგო - მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებშია.  

მსგავსი სიახლეები