ენმ-ს თავმჯდომარე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე არ საუბრობს

12.03.24 15:28
ენმ-ს თავმჯდომარე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე არ საუბრობს

ენმ-ს თავმჯომარე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე არ საუბრობს. "პირველების" მიერ დასმულ შეკითხვას, რას ფიქრობს ახალ ოპოზიციურ პარტიაზე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ პრობლემაზე საუბრით პასუხობს. ოპოზიციონერ ლიდერს აინტერესებს, რატომ ღირს ქვეყაანში საწვავი 3 ლარი იმ დროს, როცა მისი ფასი, რეალურად, 1,65 თეთრია. 

ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ ივანიშვილმა 20 ლიტრში 10 ლიტრი რომ მოგვპარა, აი, ამაზე გვჭირდება პასუხი და ეს აინტერესებს ხალხს. დარწმუნებული ვარ, თქვენც გაინტერესებთ, 1 და 65 რომ ჯება აქამდე ბენზინი, რატომ ღირს ახლა ბენზინგასამართ სადგურზე 3 ლარი. ეს არის ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე, - ამბობს ხაბეიშვილი.  

ორი ნიკას ტანდემი შედგა, სამთვიანი მოლაპარაკებები ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდების გაერთიანების პრეზენტაციით დასრულდა. ვინ მიიღებს "ახალის" შეთავაზებას ჯერ უცნობია. ფაქტია, რომ ახალი მოთამაშის გამოჩენა პოლიტიკურ ველზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთანაც აქტიურად გაგრძელდება.   

პოლიტიკური პარტიის სახელი - "ახალი", საარჩევნო ნომერი - 4, ლოგო - მწვანე, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებშია.  

 

მსგავსი სიახლეები