ერთ-ერთ საწარმოს დაურეკეს და უთხრეს, თუ "ლელო" თქვენთან მოვა, თქვენი ქარხანა პრობლემების ქვეშ იქნებაო - ხაზარაძე
"ერთ-ერთ საწარმოს დაურეკეს და უთხრეს, თუ ხაზარაძე თქვენთან მოვა, თქვენი ქარხანა პრობლემების ქვეშ იქნებაო" - "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე "ოცნების" მხრიდან მუქარაზე ალაპარაკდა.
ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტია ებრძვის ქართულ ბიზნესს და იმ ხალხს, ვინც საქართველოში სამუშაო ადგილებს ქმნიან.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნდა გვქონდა პრეზენტაცია ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ძალიან გულთბილად ველოდებოდნენ და მოხდა ისეთი რამ, რომ მათ დაურეკეს და უთხრეს, თუ ხაზარაძე და "ლელო" თქვენთან მოვა სტუმრად, თქვენი ქარხანა იქნება პრობლემების ქვეშ. აი ეს არის "ქართული ოცნების პოლიტიკა. ის ახშობს არა მარტო განსხვავებულ აზრს და ებრძვის ოპოზიციონერებს, არამედ ის ებრძვის ქართულ ბიზნესს და იმ ხალხს, ვინც აქ სამუშაო ადგილებს ქმნიან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.