"ოცნება" ახალი გაერთიანების წინააღმდეგ - წულუკიანმა "ლელო" და "ახალი" ენმ-დ მონათლა

12.03.24 16:18
"ოცნება" ახალი გაერთიანების წინააღმდეგ - წულუკიანმა "ლელო" და "ახალი" ენმ-დ მონათლა

"ქართული ოცნება" ახალი გაერთიანების წინააღმდეგ - თეა წულუკიანმა "ლელო" და "ახალი" "ნაციონალურ მოძრაობად" მონათლა. 

"არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა"- თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ნიკა გვარამია, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის უკვე კანონის საფუძველზე ცნობილი, დღეს ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება კარგი აზრია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“. ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახით ცდილობს ჩვენი ამომრჩევლების ზოგიერთი წარმომადგენლის მორიგჯერ შეცდომაში შეყვანას, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრაგედიები მათი მმართველობის პირობებში, რომ ალბათ ასეთ შეცდომას ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაუშვებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის კომენტარს სამთავრობო არხები ავრცელებენ 

მსგავსი სიახლეები