რამდენად არის შესაძლებელი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა - რას ამბობენ ეკონომისტები
რამდენად არის შესაძლებელი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და რა არის ამისთვის საჭირო - ეკონომისტები "პირველებთან" ამბობენ, რომ მთავარია პოლიტიკური ნების არსებობა და მოლაპარაკებები მსხვილ კორპორაციებთან იმისთვის, რომ საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ.
როგორც ოთარ აბესაძე ამბობს, ქვეყანაში ინვესტორის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეროვნული ვალუტა უნდა გამყარდეს.
თუ ქვეყანაში მოხდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყანა შემოიყვანს საქართველოში ბევრ საერთაშორისო მსხვილ ბრენდს. სავსებით შესაძლებელია 200 ათასი და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეს შესაძლებელია 10 სამუშაო დღეში დაკონტრაქტდეს და შემოვიდეს მსხვილი კორპორაცია საქართველოში. ლარი არ უნდა იყოს გაუფასურებული, ინვესტიცია უნდა იყოს დაცული, ამის შემდეგომ სწორი პოლიტიკური მენეჯმენტის შედეგად შესაძლებელია სავსებით, მსოფლიოში მოთხოვნაა პირიქით, მსგავსი ტიპის ინვესტიციებზე და საქართველომ მიიღოს ეს,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.
უმუშევრობის პრობლემის მოგვარება მაქსიმუმ 6 წელიწადში რომ არის შესაძლებელი, ამაზე საუბრობს ნიკა შენგელია.
300 ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა ეს სრული რეალობაა, ამას სჭირდება, მაქსიმუმ, 4-დან 6 წელიწადამდე. ეს უნდა დაწყებულიყო ცოტა ადრე, დღეს არ გვექნებოდა ის პრობლემა. ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება სახელმწიფო განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა დააწესოს 3-დან 4 პროცენტამდე, რომელიც ხელს შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და მეტი ბიზნესი და მეტი წარმოება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის დასაქმებას,“ - ამბობს ნიკა შენგელია.