თავდასხმის ახალი სერია ომში ყოფ ქვეყანაზე - კობახიძემ მოსკოვის ოვაციები დამსახურა

12.03.24 20:01
თავდასხმის ახალი სერია ომში ყოფ ქვეყანაზე - კობახიძემ მოსკოვის ოვაციები დამსახურა

 

 

ბრიუსელისა და ბერლინის შემდეგ სამიზნე კიევია. "ქართული ოცნება" უკრაინასთან ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებაზე მიდის. "სააკაშვილი იხდის და მოიხდის სასჯელს საქართველოში" - ასე პასუხობს ხელისუფლება კიევიდან მიღებულ გზავნილს. თავდასხმის ახალი სერია ომში ყოფ ქვეყანაზე კი დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა და მოსკოვის ოვაციებიც დაიმსახურა. ირაკლი კობახიძე რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო კრემლის პროპაგანდისტული მედიის მთავარი გმირია. "ოცნების" თავდასხმის მთავარი ობიექტი ზელენსკის ფრაქციის თავმჯდომარეა. 

სამი ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის - არახამია "ოცნებას" სააკაშვილის გადაცემას, რუსეთთან ფრენების შეწყვეტას და  სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ეს ის პირობებია, რის შემდეგაც კიევი ჩათვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინასთან არა მხოლოდ ფორმალურად დეკლარირებული, არამედ რეალურად მეგობრული დამოკიდებულება აქვს. ეს განცხადება კი "ქართული ოცნებისთვის" მორიგი საბაბი გახდა, რომ კიევზე მასირებული პოლიტიკური შეტევა დაეწყო.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები