რუსეთის ახალი გეგმა? - მოსკოვი იმედებს გიორგი ქაჯაიაზე ამყარებს

12.03.24 20:15
რუსეთის ახალი გეგმა? - მოსკოვი იმედებს გიორგი ქაჯაიაზე ამყარებს

 

 

მოსკოვის მაღალჩინოსანი იმედებს გიორგი ქაჯაიაზე ამყარებს. პრემიერის ახალი წარმომადგენელი რუსეთთან კრემლისთვის დიდი დასყარდენი აღმოჩნდა. გრეგორი კარასინი არ მალავს, რომ ახლა საქართველოსთან მიმართებაში ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად იქნება, ვიდრე მანამდე იყო. საქართველოს პრემიერმა ზურაბ აბაშიძე კრემლთან დაახლოებული პირით ჩაანაცვალა და ამით ოკუპანტთან კიდევ ერთი გზა გახსნა. 

ახალი საკადრო გადაწყვეტილებები მთავრობაში აჩენს ეჭვს, რომ რუსეთმა ახალი გეგმა აამოქმედა. ქაჯაია მარტო არ არის. საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ ერთი ჩინოვნიკი გამოჩნდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებით - ბიზნესმენი დიპლომატიაში რუსული კარიერით. მამუკა მერკვილაძე, რომელსაც მოსკოვში საქართველო სექცია ჩააბარეს. თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირია. მის ოჯახში შოიგუს მიერ გადაცემულ ჯილდოებს განსაკუთრებით საპატიო ადგილი უჭირავს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები