გააუქმებს თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი DRG სისტემას? - სარჯველაძე დროს ითხოვს

12.03.24 20:34
გააუქმებს თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი DRG სისტემას? - სარჯველაძე დროს ითხოვს

 

 

გააუქმებს თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი DRG სისტემას? მიხეილ სარჯველაძემ წინამორბედის მიერ დატოვებული საქმეების გადახედვისთვის დრო ითხოვა. ეს პასუხი მიიღეს დღეს ექიმებმა, რომლებმაც პირველ სამუშაო დღეს მიხეილ სარჯველაძეს კაბინეტში წერილი დაახვედრეს. მედიკოსები მინისტრს უხსნიდნენ , რატომ ვერ მუშაობს DRG სისტემა ქვეყანაში და როგორ გაკოტრდა კლინიკების დიდი ნაწილი.

მედიკოსები და კლინიკების ხელმძღვანელები თითქმის ერთი წლის განმავლობაში გადარჩენისთვის გზებს ეძებდნენ, თუმცა ექსმინისტრმა აზარაშვილმა მათ არც კი მოუსმინა. DRG სისტემამ, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, საქართველოში ფაქტია, რომ ვერ იმუშავა. ექიმები ამბობენ, რომ სისტემა თავიდანვე არასწორად აამუშავეს, რამაც სამედიცინო ბიზნესიც დააზარალა და პაციენტებიც. ახლა საინტერესოა, გააუქმებს თუ არა წინამორბედის გადაწყვეტილებას მოქმედი მინისტრი.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები