"ოცნების" თავის ტკივილი - მელია-გვარამიას პოლიტიკური ტანდემი პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა

12.03.24 20:25
"ოცნების" თავის ტკივილი - მელია-გვარამიას პოლიტიკური ტანდემი პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა

 

 

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გამოვგლეჯთ ხელიდან ქვეყანას ოლიგარქს - მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება საკმარისი აღმოჩნდა, რომ კითხვები პატიმარი პრეზიდენტის პარტიულ სიმპათიებთან დაკავშირებით ამოწურულიყო. სააკაშვილის არჩევანიც და მისი პოლიტიკური გეგმებიც მხოლოდ 5 ნომერს უკავშირდება. პრეზიდენტის დედა ყველა სხვა პარტიას მოუწოდებს, რომ სააკაშვილის სახელის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.  

უკავშირდებოდა თუ არა გიული ალასანიას მიმართვა ახლად დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობას. ამ კითხვაზე "ახალში" არ პასუხობენ. მელია-გვარამიას პოლიტიკური ტანდემი უკვე მეორე დღეა აქტიური განხილვის თემაა პოლიტიკურ წრეებში. განსაკუთრებით კი "ქართულ ოცნებაში". ყველა განცხადება პარტიის დასაკნინებლად კეთდება. არჩევნებზე კრახს უწინასწარმერტყველებენ და 'ნაციონალური მოძრაობის" დამატებად მოიხსენიებენ. ფაქტია, რომ ახალი პოლიტიკური აქტორის გამოჩენამ ხელისფლებას ახალი თავის ტკივილი გაუჩინა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები