ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომ „ახალის“ გარეშე კოალიციური მთავრობა ვერ დაკომპლექტდება - ქამადაძე
„ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომ „ახალის“ გარეშე კოალიციური მთავრობა ვერ დაკომპლექტდება ამ ქვეყანაში,“ - ამ განცხადებას „ახალის“ წევრი მირდატ ქამადაძე აკეთებს.
„რეაქციაში“ ქამადაძე ამბობს, რომ „ახალი“ კოალიციის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება სააკაშვილს, ქამადაძე ამბობს, რომ „ვეტყოდი იმას, რომ ვიბრძვი იმიტომ, რომ ის იყოს უკანასკნელი პატიმარი, ანუ პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს ამ ქვეყანაში“.
რატომ ვერ დაკომპლექტდება - იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძლიან პატიოსანი ადამიანი უფრო ბევრნი გვგონია, ვისაც უნდა რომ პოლიტიკური კორუფცია დასრულდეს ამ ქვეყანაში. რომელიღაც პოლიტიკური პარტია რომელთან არის დაპირისპირებული, რის გამო, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, საბოლო ჯამში, როგორ ქვეყანაში გაზრდიან შვილებს, ეს უნდა ვუთხრათ.
ჩვენი სურვილია არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სისტემის ტავში მოჯდომა,ა რამედ სისტემის ისე გარდაქმნა - მართლმსაჯულების რეოფრმა იქნება თუ დეცენტრალიზაცია, სადაც ბიუჯეტს ადამიანებს მივცემთ,“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.