რა შემთხვევაში ხედავს ზურა ჯაფარიძე "ახალთან" და "ლელოსთან" ერთობას?
"დიდი ერთობა თუ შეიკრიბა, მაგ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენც მაგის ნაწილი", - ასე პასუხობს ზურა ჯაფარიძე კითხვას, იქნება თუ არა "ახალთან" ერთად.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ამბობს, რომ ის დიდ ერთობას ემხრობა, მაგალითად "ახალთან" თავის პარტიას ხედავს იმ შემთხვევაში, თუ გვარამია-მელიას გუნდს კიდევ სხვა პარტიაც შეუერთდება, მაგალითად, "ლელო".
დიდი ერთობა თუ შეიკრიბა, მაგ შემთხვევაში ვიქნებით ჩვენც მაგის ნაწილი. მაგალითად ლელოც.
ბევრნაირი კომბინაციები შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ახლა ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ვართ ჩვენი თავით დაკავებული. კომუნიკაცია გვაქვს ყველასთან, მაგრამ ეს არ არის კონსულტაციები,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.