პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა (ვიდეო)
პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.
ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.
საქართველოს პარლამენტში ეს სივრცე ბოლო 30 წელია ღიაა და არასდროს არავის შეუცვლია იერსახე. პაპუაშვილი პარლამენტის პირველი თავმჯდომარეა, რომელმაც მისი ფლიგელი დარაბებით დახურა.