ჯერჯერობით, რაიმე ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციებზე ფიქრი არის ადრე - კუპრაძე
„მოლაპარაკებები ერთობებთან, გაერთიანებასთან ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციასთან დაკავშირებით ფიზიკურად არ არსებობს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან,“ - ამ განცხადებას „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.
როგორც კუპრაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, ადრეა რაიმე გაერთიანებებზე საუბარი და გაერთიანება რომელიმე გუნდთან დამოკიდებული იქნება მოსახლეობის დაკვეთაზე.
მოლაპარაკებები ერთობებთან, გაერთიანებასთან ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციასთან დაკავშირებით ფიზიკურად არ არსებობს არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. არ ვლაპარაკობთ, ვფიქრობთ, რომ ადრეა. ჯერჯერობით, რაიმე ტიპის პოლიტიკურ კონფიგურაციებზე ფიქრი არის ადრე, იმიტომ, რომ ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ვხედავთ, რომ გადაადგილებები მუდმივად მიმდინარეობს,“ - ამბობს კუპრაძე.