დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, გორში 19 წლის ბიჭი დააკავეს

12.03.24 22:41
დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, გორში 19 წლის ბიჭი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას "მო ზაიკა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დედა და შვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. პოლიცია დედამ გამოიძახა. 

ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები