კობახიძეს აქვს კანცელარიასთან ღობე მორჩენილი და შეუძლია იმით უფრო მტკიცედ შემოღობოს - მანჯგალაძე პაპუაშვილზე

13.03.24 11:19
კობახიძეს აქვს კანცელარიასთან ღობე მორჩენილი და შეუძლია იმით უფრო მტკიცედ შემოღობოს - მანჯგალაძე პაპუაშვილზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით შემოღობა პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანი, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება. ოპოზიცის წევრი შალვა პაპუაშვილს ურჩევს, დერეფნის უფრო მტკიცედ შემოსაღობად კანცელარაისთან მორჩენილი რკინის ჯერბირებიც გამოიყენოს.

ხალხს რომ ემალებიან, ეგ გასაგებია, მაგრამ პარლამენტში საშვს არავისზე უშვებენ, ფაქტობრივად და რატომ შემოღობა, ჩემთვის არის გაუგებარი. ერთი რჩევა შემიძლია მივცე: ეს არ არის საკმარისი, მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აქვს კანცელარიასთან ღობე მორჩენილი და შეუძლია იმით უფრო კარგად და მტკიცედ შემოღობოს, რომ ვინმე აღშფოთებულმა მოქალაქემ შემთხვევით არ შეაწუხოს „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი, - ამბობს მანჯგალაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.

ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები