ჰკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რა აქვს დასამალი - მიხეილ დაუშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრს მიხეილ დაუშვილს არ უკვირს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხის ჯებირებში ჩასვა დერეფანი, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ პაპუაშვილს შესაძლოა, რაიმე ჰქონდეს დასამალი.
კიდევ ბევრ რამეს ნახავთ, მაღალი ალბათობით, რომელიც გაგაკვირვებთ და გაგაოცებთ, ამიტომ მოემზადეთ, ჯერ ყველაფერი წინაა. უნდა ჰკითხოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რა აქვს დასამალი, რატომაა პრობლემა, რომ ვინ გაიარა, ვინ გამოიარა და ეს დაინახონ ადამიანებმა. მე არ მესმის, თუ თვითონ ესმის და არგუმენტები აქვს, უნდა გითხრათ, - ამბობს დაუშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.
ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.