პაპუაშვილის დარაბები პარლამენტის დერეფანში - რას ამბობენ "ოცნებაში"

13.03.24 11:26
პაპუაშვილის დარაბები პარლამენტის დერეფანში - რას ამბობენ "ოცნებაში"

"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ დერეფანში, რომელიც პარლამენტში ხის დარაბებით გაამაგრეს, საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ არავინ არავის ემალება და ეს დერეფანი არ არის ერთადერთი გზა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს უკავშირდება. 

უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის კურსში და ადამიანები, ვისაც პარლამენტის, ზოგადად, აინტერესებთ. ეს დერეფანი არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ჩუმად მოხვდე პარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.

ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები