რა ფორმით გეგმავს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას?

13.03.24 11:45
რა ფორმით გეგმავს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას?

რა ფორმით გეგმავს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას? ოპოზიციის დიდი ნაწილი გაერთიანების მომხრეა. ამის მიუხედავად, არის სირთულეები, რადგან კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია რამდენიმე პარტიამ ერთი ბლოკი შექმნას. გაერთიანება მხოლოდ ერთი სახელის ქვეშ არის შესაძლებელი. 

"გირტჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ შეეცდება გახდეს იმ ფორმულის ნაწილი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ფრაგმენტაცია არ მოახდენს. 

ჯერ-ჯერობით "გირჩი - მეტი თავისუფლებას" და "დროას" გვექნება ჩვენ ჩვენი კამპანია, ეს გაგრძელდება გარკვეული პერიოდი. კომუნიაცია გვაქვს რამდენიმე სხვა პარტიასთან, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ხვალ, ერთ კვირაში, ერთ თეში არანაირი გაერთიანება არ იგეგმება. მაგრამ, ზოგადად, ჩვენ ვიქნებით იმ ფორმულის ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ მოხდეს ძალების ფრაგმენტაცია და ამან არ მისცეს საშუალება ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ამ ეტაპზე დამოუკიდებელ ბძღოლას აანონსებს "ლელო". პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც იგეგმება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

"ლელო" ამ ეტაპზე მხოლოდა და მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს გაძლიერებას. უახლოესი თვეების განმავლობაში არანაირი მოლაპარაკება და კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არ ყოფილა. ჩვენი მთავარი მიზანია, ვეკონტაქტოთ მოქალაქეებს, მივაწოდოთ ინფორმაცია, რისი ცვლილების კომპეტენცია და იდეები გააჩნია "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში. "ლელო" მუშაობს მოქალაქეებთან და ვესაუბრებით მოქალაქეებს. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე ტიპის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში, არც წარსულში და არც მომავალში არ ყოფილა და არ იგეგმება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

შეგახსენებთ, რო  პოლიტიკური პარტიების ნაწილს გაერთიანებისთვის კონსულტაციების უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიციას ოთხ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას სთავაზობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პატარა პარტიებს, რომლებსაც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ, კარი დიდმა პარტიებმა უნდა გაუღონ. ეს საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ ველზე გვარამია-მელიას პოლიტიკური ერთობა გამოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები