პარტია "ახალი" "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მიმართულებაა - გახარიას გუნდი
გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი პარტია "ახალს" კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს და აცხადებს, რომ ორი ნიკას ერთობა ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ერთ-ერთი მიმართულებაა.
დაუშვილი განმარტავს, რომ პარტია "საქართველოსთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ექნება კონსოლიდაცია.
ჩვენთვის „ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მიმართულებაა [პარტია „ახალი”]. მელიაზე მეუბნებით, რომ ახალია. მელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორი იყო და ერთ-ერთი ძირძველი „ნაცია”. ამიტომ, „ახალს” დაირქმევენ თუ სხვა რამეს, ეს არსებითი არ არის, ჩემთვის ისინი „ნაციონალური მოძრაობაა”. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო და უცვლელია, 2024-ის არჩევნების კონტექსტში ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არავითარი ტიპის გაერთიანება და კოალიცია საარჩევნო მიზნებისთვის უბრალოდ, არ გვექნება. მათ შორის, რა თქმა უნდა გვარამია-მელიასთან”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, გვარამიასა და მელიას პოლიტიკური გაერთიანება შედგა. ორი ნიკას ალიანსი 11 მარტს ოფიციალურად გაფორმდა.