პრემიერმა ფაქტობრივად, მოუწოდა მოძალადეებს საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ - სამნიძე

05.07.21 11:48
პრემიერმა ფაქტობრივად, მოუწოდა მოძალადეებს საკუთარი შეხედულებებისამებრ იმოქმედონ - სამნიძე

პრემიერმა ძალადობრივი ჯგუფები წაახალისა, - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ხათუნა სამნიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე რადიკალური ძალები რუსთაველის გამზირის დარბევას და აგრესიულ პროტესტს ვერ გაბედავდნენ. 

პრემიერმა ღიად პირდაპირ გააკეთა განცხადება, რითაც წაახალისა ის, რასაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. მან მოუწოდა პრაქტიკულად ამ ძალებს, რომლებიც ძალადობისთვის არიან იქ შეკრებილები, რომ იმოქმედონ საკუთარი შეხედულებებისამებრ, იმისთვის  რომ არ ჩატარდეს ქვეყანაშ მშვიდობიანი მარში. ეს თითონაც თქვა, რომ ის არ ემხრობა თუირმე ღირსების მარშს და თრმე კონსტიტუცია ისე უნდა წავიკითხოთ, როგორც პრემიერრს სურს და არა ისე როგორც ის არის დაწერილი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის და შეკრების თვაისუფლების. ამ განცხადების მერე მე დავრწმუნდი, რომ პრემიერის გარეშე ვერ გაბედავდნენ ეს ძალები, ღიად პრორუსული ძალები, მოძალადე ძალები, მარგინარული ძალები ასეთი ტიპის ძალადობას, - განაცხადა სამნიძემ.  

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების განსაკუთტრებული აგრესიით გამოირჩევიან.  რადიკალები სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებიან ჟერნალისტებს, დამტვრეული ტვ პირველის ტექნიკა.