მაკიაჟის ცვლილებების მიუხედავად, ისინი ენმ-ს კლონები არიან - ქადაგიშვილი ოპოზიციის გადაჯგუფებაზე

13.03.24 13:26
მაკიაჟის ცვლილებების მიუხედავად, ისინი ენმ-ს კლონები არიან - ქადაგიშვილი ოპოზიციის გადაჯგუფებაზე

მაკიაჟის ცვლილებების მიუხედავად, ისინი ენმ-ს კლონები არიან - ასე ეხმაურება ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფებებს "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. 

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში არანაირი "ახალი" ძალა არ არსებობს.

სახელი რომ არ ახსენო და ცოტა ხანი სახე დაბლარო, ეს ოთხივე ცენტრი აბსოლუტურად ერთი და იგივეს ლაპარაკობს. მათ შორის შინააარსობრივი განსხვავება არაფერი არაა. გინდა 3, 4, 6 გახდნენ, ეს ადამიანები, მიუხედავად მათი მაკიაჟის ცვლილებებისა, საზოგადოების თვლაში არიან "ნაციონალური მოძრაობის" კლონები. ცნობილი იგავი რომ მოვიტანოთ, როგორც არ უნდა განლაგდნენ ეს მუსიკოსები, ისინი მუსიკას მაინც ვერ დაუკრავენ, რადგან არ არიან მუსიკოსები, არ არიან ახლები", - ამბობს ქადაგიშვილი. 

რა ფორმით გეგმავს ოპიზიცია არჩევნებში მონაწილეობას? - პოლიტიკურ პარტიების ნაწილს გაერთიანებისთვის კონსულტაციების უკევ დაწყებული აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიციას ოთხ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას სთავზობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ამბობს, რომ პატარა პარტიებს, რომლებსაც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ, კარი დიდმა პარტიებმა უნდა გაუღონ. ეს საუბრი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ ველზე გვარამია-მელიას პოლიტიკური ერთობა გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები