დარაბების დაყენება საბავშვო ბაღის დონის პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც პაპუაშვილს აქვს გაკეთებული - სამადაშვილი
დარაბების დაყენება საბავშვო ბაღის დონის პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც პაპუაშვილს აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიცის წევრი პარლამენტის თავმჯდომარეს მის მიერ ჩადენილ შეცდომებს ახსენებს და ამის გამო აკრიტიკებს.
პაპუაშვილი, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების დროს, როდესაც საგანგებო სხდომა მოიწვია ოპოზიცის მოთხოვნით პრეზიდენტმა, ჩაკეტა სასესიო დარბაზი და არ მოგვცა სხდომის ჩატარების შესაძლებლობა, პაპუაშვილი, რომელიც დაიმალა, როდესაც ხელისუფლება არბევდა ახალგაზრდებს ერთი წლის წინ რუსული კანონის მიღების დროს, დარაბების დაყენება დერეფანში, მე ვფიქრობ, რომ ალბათ საბავშვო ბაღის დონის პრობლემაა იმასთან შედარებით, რაც პაპუაშვილს აქვს გაკეთებული, - ამბობს სამადაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.
ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტები ვეღარ ნახავენ, ვინ გადაადგილდება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიმართულებით.