ხელისუფლებას რაღაც მექანიკური გაერთიანებებით ვერ დაამარცხებ - გიგი წერეთელი

13.03.24 13:43
ხელისუფლებას რაღაც მექანიკური გაერთიანებებით ვერ დაამარცხებ - გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლებას რაღაც მექანიკური გაერთიანებებით ვერ დაამარცხებ, ამიტომ მისი თქმით, ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი არარეალისტურია

წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობით არის შესაძლებელი.

„ეს არ მოიტანს შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს. პარტიებისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს და რაც შეიძლება მეტმა გაიგოს, თუ რისი გაკეთება სურთ პარტიებს. "ევროპული საქართველო" სწორედ ამას აკეთებს.

მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის გასაღები და გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებზე და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რომელიც არარეალისტური იქნება“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რა ფორმით გეგმავს ოპიზიცია არჩევნებში მონაწილეობას? - პოლიტიკურ პარტიების ნაწილს გაერთიანებისთვის კონსულტაციების უკევ დაწყებული აქვთ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ოპოზიციას ოთხ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას სთავზობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ამბობს, რომ პატარა პარტიებს, რომლებსაც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ, კარი დიდმა პარტიებმა უნდა გაუღონ. ეს საუბრი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურ ველზე გვარამია-მელიას პოლიტიკური ერთობა გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები