"ამზადებენ ნიადაგს" - პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს
შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში პრეზიდენტზე - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს.
მეტიც, პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნიადაგი მზადდებოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაწყალებლად.
„სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც "ნაცმოძრაობის" განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი - ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.