ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საწვავზე უფრო ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა - ურუშაძე
დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე ტაქსის მძღოლებს შეხვდა - შეხვედრაზე მხარეებმა გაძვირებული საწვავის ფასზე ისაუბრეს.
მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უწევთ უფრო ძვირის გადახდა, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა.
საწვავზე მაღალი ფასები გამოწვეულია ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებებით და მათი კორუფციული ინტერესებით, მაღალი გადასახადებით, აქციზის განაკვეთი საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ამას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი 18% ყოველი ლიტრი საწვავიდან. ფასების ზრდას იწვევს ივანიშვილის და მისი გარემოცვის კორუფციული ინტერესები და კარტელური გარიგებები ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს შორის, რაც აყალიბებს მონოპოლიურ გარემოს ბაზარზე. ჯამში საწვავზე ფასნამატი ერთ ლარსა და 50 თეთრს წარმოადგენს.
გაძვირებული საწვავი იწვევს სხვადასხვა მომსახურების სერვისებზე და პროდუქციაზე ფასების ზრდას. ძვირდება ტაქსით მომსახურების სერვისი, ტრანსპორტი, დისტრიბუციის ხარჯები, რაც შემდეგ იწვევს სხვადასხვა სასურსათო პროდუქციაზე ფასების გაძვირებას" - განაცხადა ვასო ურუშაძემ.